ფინანსები
09/06/2021

Newsweek: საქართველოს ბანკი საქართველოს ტრანსფორმაციას აძლიერებს

ქვეყნისათვის რთულ ეკონომიკურ პირობებშიც კი საქართველოს ბანკი ხედავს ახალ შესაძლებლობებს ბიზნესისა და შინამეურნეობებისთვის, - საქართველოს ეკონომიკური ტრანფორმაციისას საბანკო სექტორის როლსა და პოსტპანდემიურ პერიდში არსებულ შესაძლებლობებზე ცნობილი ამერიკული გამოცემა Newsweek-ი საქართველოს ბანკის გენერალურ დირექტორთან ინტერვიუს აქვეყნებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ გასული ოცდაათი წლის განმავლობაში საქართველომ თავი დაიმკვიდრა, როგორც ეკონომიკურ რეფორმებში გლობალურმა ლიდერმა და გამოირჩევა ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნეს კლიმატით, საბანკო სექტორი კი, ამ ტრანსფორმაციის ცენტრში იყო და ზრდის საფუძველი შექმნა.

„საქართველოს ბანკი საქართველოს ტრანსფორმაციას აძლიერებს“, - ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში არჩილ გაჩეჩილაძე ამბობს, რომ განსაკუთრებულ ზრდას სწორედ იმ სექტორებში ელის, რომლებიც ბოლო 1 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად დაზარალდნენ. ესენია: საცალო ვაჭრობა, მცირე, საშუალო და მიკრო ზომის საწარმოები, ასევე თვითდასაქმებული პირები. ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის გენერალური დირექტორი ხაზს უსვამს საბანკო სექტორის მდგრადობას და ინვეტორებს მოუწოდებს ჩამოვდინენ საქართველოში და მონაწილობა მიიღონ განვითარების პროცესში, რადგანაც საქართველოში ბიზნესის გაფართოებისა და განვითარების მრავალფეროვანი შესაძლებლობები არსებობს.

"ჩვენი საბანკო სისტემა სტაბილურია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის ფუნქციონირებისა და მისი აღდგენისთვის. ბანკები კაპიტალის მართვის მაღალ სტანდარტებს იცავენ. საბანკო სისტემის საიმედოობა და მდგრადობა ორ მთავარ მოთამაშესთან ერთად ათწლეულზე მეტია ტესტირებულია. ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩვენ ვიყავით აქციონერთა უფლებების დაცვის ჩემპიონები, გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტებისა და კორპორატიული მართვის სამაგალითო პრაქტიკის შემუშავებით, რაც უნიკალურია მსოფლიოს ამ ნაწილისთვის. დღეს ჩვენი ბანკი კარგად პოზიციონირებს ეკონომიკური ზრდის შემდეგი ტალღისა და ინვესტორების მხარდასაჭერად, რომლებსაც სურთ მონაწილეობა მიიღონ საქართველოს ზრდაში. ვიდრე ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის პრინციპები, დაბალი გადასახადები და გამჭვირვალობა, საქართველო გააგრძელებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას," - განმარტავს არჩილ გაჩეჩილაძე.

 

Businesspartner