ფინანსები
06/04/2021

ნიკოლოზ ენუქიძემ თიბისი ბანკის ჯგუფის არააღმასრულებელი დირექტორის პოსტიც დატოვა

ნიკოლოზ ენუქიძემ თიბისი ბანკის ჯგუფის არააღმასრულებელი დირექტორის პოსტიც დატოვა, ის ასევე ტოვებს TBC PLC-ის ანაზღაურების კომიტეტს და თიბისი ბანკის (TBC BANK) სამეთვალყურეო საბჭოს, რომელსაც 2019 წლიდან იკავებდა.

თიბისი ბანკის ჯგუფში, ასევე ბანკის ანაზღაურების კომიტეტში არნე ბერგრენი დაინიშნა, რომელიც მარტიდან თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოსა და თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციასაც იკავებს. შეგახსენებთ, ამ დრომდე აღნიშნულ პოზიციას სწორედ ნიკოლოზ ენუქიძე იკავებდა.

შეგახსნებეთ, რომ ენუქიძეს თანამდებობის დატოვება ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისთვის კორპორაციული მართვის სტანდარტების შემოღებამ განაპირობა.

კორპორაციული მართვის კოდექსის განახლებული ვარიანტით, დაზუსტდა და  დაიხვეწა სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრის კრიტერიუმები, თუ აქამდე 9 წლის მანძილზე ითვლებოდა პირი დამოუკიდებელ წევრად, ახლა 7 წლის მანძილზე ჩაითვლება. 

 

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"საქართველოს რკინიგზის" დირექტორთა საბჭოში ცვლილებაა
01

11/04/2021
ტურიზმი

ტურისტული კომპლექსი კახეთში - Melaanian Vintage სტუმრების მისაღებად ემზადება
02

09/04/2021
საზოგადოება

ისრაელის კლინიკის ექიმი ვაქცინაციის შედეგებზე: თითქმის ყველა რეგულაცია მოიხსნა
03

15/04/2021
ტურიზმი

კელი დეგნანი: აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირ ფრენებზე მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს
04

12/04/2021
ბიზნესი

მიხო სვიმონიშვილის შვეიცარიული აგრარული სკოლა პირველ სტუდენტებს სექტემბერში მიიღებს
05

04/03/2021
საზოგადოება

პარლამენტი ავტომობილში არასრულწლოვნის თანდასწრებით თამბაქოს მოხმარების აკრძალვის მომხრეა
06

15/04/2021