ფინანსები
30/09/2022

ომის კრიზისი ქართულ ბანკებს არ შეხებია, ვითიბის გარდა

ბანკების პორტფელში პრობლემური სესხების წილი შემცირდა. 1-ლი სექტემბრისთვის  850 მლნ ლარის ფარგლებშია, ბანკების მთლიანი პორტფელი კი 43.2 მლრდ-ს შეადგენს.

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ფსკ-ს ბოლო შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პანდემიიისგან განსხვავებით, ომის კრიზისი საქართველოზე არ ასახულა. პრობლემური სესხების წილი 4%-ის ფარგლებშია. პანდემიაშიც, უმოქმედო კრედიტებს ნაწინასწარმეტყველებ 10%-ისთვის არ მიუღწევია. 8.5%-მდე იყო მხოლოდ გაზრდილი და Q2/2021-დან დაიწყო კლება .

პაპუნა ლეჟავას თქმით, უკრაინაში  რუსეთის ომი საბანკო სექტორზე ნეგატიურიად არ ასახულა. რისკები არ მატერიალიზებულა. პორიქით მიგრაციამ ეკონომიკის ზრდა წაახალისა.  მისი თქმით, იყო მოლოდინი, რომ  რეგიონში ომი ღვინის ექსპორტზე აისახებოდა ნეგატიურად, თუმცა,  პირიქით, ქართული ღვინის წილი გაიზარდა.

ბანკები საკრედიტო პორტფელით 000 ₾)

 

 

სესხები 000₾

დანაკარგების რეზერვი 000 ₾

თიბისი ბანკი

16,770,500

-651,841

საქართველოს ბანკი

15,590,778

-627,837

ლიბერთი

  2,380,935

-131,602

ბაზისბანკი

  2,055,106

-87,140

კრედო

  1,688,417

-76,460

პროკრედიტ ბანკი

  1,206,845

-43,584

ტერაბანკი

  1,053,348

-125,343

ბანკი ქართუ

     794,105

-46,714

წყარო: კომერციული ბანკები

 

43.2 მლნ ლარის პორტფელზე საბანკო სექტორს 1.9 მლრდ ლარის რეზერვები აქვს შექმნილი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები