ფინანსები
03/05/2022

ოპოზიციის ინიციატივაა, რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარონ

ოპოზიციის ნაწილის ინიციატივაა, რუსეთ-უკრაინის ომში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების ოჯახებს სახელმწიფო ერთჯერადად დაეხმაროს. 

მათ საკანონმდებლო ორგანოში "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" კანონპროექტი დაარეგისტრირეს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქები, სამხედრო ან სამოქალაქო პირები - მოხალისეები, რომლებიც მონაწილეობდნენ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად და საბრძოლო მოქმედებებისას გარდაიცვალნენ ან ამ საბრძოლო მოქმედებების დროს მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვალების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის განკარგულებით მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება 100 000 ლარის ოდენობით. 

კანონპროექტის ავტორების ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, რუსეთ-უკრაინის ომში 9 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

პროექტის ინიციატორები და ავტორები არიან: ანა წითლიძე, გიორგი ბოტკოველი, დევი ჭანკოტაძე, თეიმურაზ ჯანაშია.

Businesspartner