ფინანსები
13/05/2021

პანდემიის დროს 9 მუნიციპალიტეტში ქუჩების მორეცხვაზე 76 378 ლარი დაიხარჯა - IDFI

2020 წლის განმავლობაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქუჩების სადეზინფექციო ხსნარით მორეცხვის ღონისძიებებში 9 მუნიციპალიტეტში 76 378 ლარი დაიხარჯა, - ინფორმაციას IDFI ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, დახარჯული თანხის შესახებ მოთხოვნა 12 ქალაქის მერიასთან გაიგზავნა, მათ შორის 3-მა - თბილისის, ბათუმის და ფოთის მერიებმა კითხვა უპასუხოდ დატოვა.

დანარჩენ 9 მუნიციპალიტეტში დახარჯული 76 378 ლარიდან, ყველაზე დიდი თანხა 27 035 ლარი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ აითვისა. ახალციხის და ზესტაფონის მერიის პასუხის მიხედვით, მსგავსი ღონისძიებები უსასყიდლოდ განახორციელეს კერძო კომპანიებმა.

დედოფლის წყაროში ამ მიზნით 1 800 ლარი დაიხარჯა, საგარეჯოში 9 870 ლარი, ქუთაისში 21 500 ლარი. ქუთაისის შემთხვევაში თანხა დახარჯულია 1 400 ლიტრ ცივი შესხურების სადეზინფექციო ხსნარზე. ყვარელში 8 098 ლარი დაიხარჯა. ხობში 3 875 ლარი, მათ შორის ქუჩის მოსარეცხ 100 ლიტრ ქაფში 3 000ლარი, II ეტაპისთვის ქუჩის მოსარეცხ 5 ლიტრ ქაფში 500 ლარი, 25 ცალ ჯაგრისში 225 ლარი. 100 წყვი ხელთათმანში 150 ლარი.

Businesspartner