ფინანსები
09/02/2021

პანდემიური წელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 45 მლნ-იანი მოგებით დახურეს

პანდემიური 2020 მიკროსაფინანსო სექტორმა თითქმის 45 მლნ-იანი მოგებით დაასრულა. მოგება სოლიდურია იმ ფონზე თუ გავითვალისწინებთ, რომ 2019 წელს მისოებს მინიმალური 112 000 ლარის მოგება ჰქონდათ.

სებ-ის მონაცემებით, სექტორს 661 000 სესხი აქვს გაცემული, სულ 1.2 მლრდ-მდე ლარის, აქედან 1.1 მლრდ ფიზიკური პირებზე მოდის.

ყველაზე მსხვილი პორტფელი სალომბარდე სესხებია და 520 მლნ-ს აღწევს.

პანდემიით გამოწვეული სირთულეების გამო, კლიენტებისთვის 3-თვიანი საშეღავათო პერიოდის ამოქმედების მიუხედავად სექტორს საპროცენტი შემოსავლებიც გაეზარდა და 281 მლნ ლარს მიაღწია, 2019 წელს - 218,5 მლნ.

მიკროსაფინანსოების მთლიანი აქტივები 2020 წლის 31 დეკემბრისთვის 1.5 მლრდ-მდეა.

ამ დროისთვის ბაზარზე 40 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 400-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი, 7 კომპანია ლიკვიდაციის რეჟიმშია.

სექტორში ბოლო მონაცემებით 4200-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

Businesspartner