ფინანსები
11/05/2022

პენსიების დარიგებაზე სატენდერო წინადადებების მიღება დაიწყო

პენსიებისა და სოციალური გასაცემლების დარიგება განახლებული პირობებით - საბანკო მომსახურების გაწევაზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება დღეიდან იწყება.

რომელი ბანკები მიიღებენ მონაწილეობას კონკურსში ამ დროისთვის უცნობია, თუმცა დაინტერესება უკვე გამოხატა ლიბერთიმ და საქართველოს ბანკმა.

ტენდერში წინადადების წარდგენას დაინტერესებული ბანკები 16 მაისის ჩათვლით შეძლებენ, განახლებული პირობების მიზანი კი, საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებაა.

ბანკი, რომელიც მომავალში პენსიებს და სოციალურ გასაცემლებს დაარიგებს, ბენეფიციარებისთვის გაცემულ სესხებში განაკვეთის შემცირება მოუწევს. საპენსიო სესხზე ზედა ზღვარი 26% იქნება, ხოლო პენსიების დარიგებას სახელმწიფო 15 მლნ ლარით დაასუბსიდირებს. ცვლილებები ძალაში 2023 წლიდან შევა.

 

Businesspartner