ფინანსები
11/05/2022

პრობლემური იპოთეკური სესხების უმეტესობა დოლარშია აღებული

ბანკების იპოთეკური სესხების პორტფელში ყველაზე მეტი გაპრობლემებული სესხი აშშ დოლარში რჩება, თუმცა 2021 წლის აპრილთან (01.05.2021) შედარებით გაფუჭებული სესხები წილი 10%-დან 4%-მდეა შემცირებული. მოცულობა კი 266 მლნ ლარიდან (9.6%), 108 მლნ ლარამდე (4%).

სებ-ის ინფორმაციით,  Q1/2022 -ისთვის, 258 მლნ ლარის ვადაგადაცილებული იპოთეკებიდან, ლარის პორტფელში  94 მლნ-მდე (2.3%) მოდის (L/Y – 139 მლნ, 4%).  ევროში კი 54.5 მლნ ლარის  (2.9%) პრობლემური იპოთეკური სესხი რჩება (L/Y – 231 მლნ ლარის ექვივალენტი, 7.6%)

პრობლემური იპოთეკის წილი Q/Q ჭრილში

 

Q1/2020

Q1/2021

Q1/2022

₾არი

1,5%

4,3%

2,3%

USD

5,3%

10,5%

4,0%

EUR

1,4%

11,9%

2,9%

წყარო: სებ-ი

იპოთეკური დაკრედიტება წლიურ 8%-იან კლებას ჩვენებს. თიბისი კაპიტალი თბილისში უძრავ ქონებაზე ტრანზაქციების 9%-ით (Y.Y) შემცირებაზეც აცხადებს. იპოთეკური სესხების პორტფელი 9.3 მლრდ ლარია და 435 მლნ ლარის არარეზიდენტების იპოთეკებია, სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის გაცემული მთლიანი სესხების 50%-ზე მეტი.

Businesspartner