ფინანსები
01/05/2021

პროკრედიტ ბანკმა EBRD-ისგან 10 მლნ ევროს საფინანსო რესურსი მოიზიდა

“პროკრედიტ ბანკ საქართველომ” ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან (EBRD) 10 მილიონ ევროს ფინანსური რესურსი მოიზიდა.

EBRD-ის ცნობით, სესხი 5-წლიანია და მცირე და საშულო ბიზნესის მხარდაჭერას ითვალისწინებს, კერძოდ, ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის განახლებას მოხმარდება.

როგორც EBRD-ის განცხადებაშია მითითებული, დაფინანსებული სესხების მინიმუმ 70% მაინც უნდა შეესაბამებოდეს EBRD-ის მწვანე ეკონომიკის გარდამავალ ეტაპს (GET).

"პროკრედიტ ბანკი საქართველო" (PCBG) მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზეა ორიენტირებული და ამ მიმართულებით მეხუთე პოზიციას იკავებს. ბანკის საბაზრო წილი 3.7%-ია, აქტივები კი 2020 წლის მონაცემებით, 586 მლნ დოლარს შეადგენს.

მთავარი სიახლეები