ფინანსები
14/05/2021

რა შემთხვევაში იქნება საპენსიო სააგენტოსთვის ქართული კომპანიები მიმზიდველი

რა შემთხვევაში იქნება საპენსიო სააგენტოსთვის ქართული კომპანიები მიმზიდველი - „საპენსიო სააგენტოს“ უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა  გიორგი მელიქიძემ პირობები „ბიზნესპარტნიორთან“ დაასახელა.

მისი თქმით, როდესაც სააგენტოს ცენტრალური დეპოზიტარი ეყოლება ყველა საინვესტიციო პროექტი, ობლიგაციებისა და აქციების ემისიია განხილვის საკითხი იქნება, მთავარია ეს ემისია შეესაბამებოდეს სააგენტოსთვის დაწესებულ რისკიანობასა თუ საინვესტიციო მოთხოვნებს.

„მაგალითად, ემისია ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით ლარში ნაკლებად საინტერესოა, თუმცა საინტერესოა ემისია, როდესაც ფასიანი ქაღალდის საპროცენტო განაკვეთი მიბმულია რეფინანსირების განაკვეთზე თუ ინფლაციაზე. რომ შემომთავაზოს რომელიმე ქართულმა, კარგმა კომპანიამ გრძელვადიანი 8% პირობითად, ეს არ იქნება საინტერესო, რადგანაც რეფინანსირების განაკვეთი დღეს 9.5%-ია, ხოლო  ინფლაცია 7.2%.  გაცილებით საინტერესო იქნება თანხის დაბანდება თუ იქნება ფასიანი ქაღალდები, რომლის საპროცენტო განაკვეთი იქნება ინფლაციაზე, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული, ან ფასიანი ქაღალდები  ცვლადი საპროცენტო განაკვეთით ე.წ  Floating rate-ით, რომელიც მიყვება ეკონომიკის ცვალებადობას. მეორე მთავარი მოთხოვნაა საკრედიტო რეიტინგი. კომპანიას  უნდა ჰქონდეს ან ქვეყნის სუვერენული რეიტინგის ტოლი, ან 1 საფეხურით დაბლა მდგომი რეიტინგი“, - განმარტა გიორგი მელიქიძემ და აღნიშნა, რომ  რეიტინგის მიმართ სააგენტოს  საკმაოდ მკაცრი მოთხოვნები აქვს დაწესებული.

„ჩვენ ვერ შევალთ ე.წ Junk bond-ებში“ - ამბობს გიორგი მელიქიძე.

ცენტრალური დეპოზიტარის შერჩევის პროცესი რამდენიმე კვირაში, სავარაუდოდ 2-3 კვირაში უნდა დასრულდეს. დეპოზიტარის შერჩევის შესაძლებელი იქნება  ინვესტირება  გლობალურ  და ლოკალურ  ფასიან  ქაღალდებში. თუმცა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო დოკუმენტის მიხედვით აქვს განსაზღვეული როგორი შეიძლება იყოს მისი საინვესტიციო პორტფელი 

საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი

 

Businesspartner