ფინანსები
11/06/2021

რამ გაამყარა ლარი - ფინანსთა მინისტრის შეფასება

გამყარებული ლარის პირველმა გაელვებამ ბაზარი გაახარა, თუმცა ბიზნესში ჯერ კიდევ ეჭვები და გაურკვევლობაა. $1/3.07-ზე ჩამოსული ლარი (ბლუმბერგზე ბოლო კვირას $1 - ₾3.033-ადაც ივაჭრებოდა) ისევ ზემოთ მიიწევს, კვირა ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურებით დახურა. სებ-ის ოფიციალური კურსით, აშშ დოლარი დღეს 3.147-დან 3.17-მდე გამყარდა.

ფინანსთა მინისტრამდე, 20/05-5/06-ის ლარის დამაიმედებელი ტრენდი ექსპერტებმა 9.5%-ის (აპრილის ბოლოს გაზრდილი რეფინანსირების განაკვეთი) ეფექტით და სავალუტო დაკრედიტების გაზრდით ახსნეს.

ლაშა ხუციშვილმა, საპარლამენტო საათზე, ლარის სტაბილურობა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვით და ეკონომიკის გაჯანსაღების ახალი რეალობით ახსნა. რაც მშპ-ს 45%-მდე ზრდამ განაპირობა. ზრდაა 2019-თანაც, 21%-ით. ფულადი შემოდინებები ზრდა კი 145%-ია.

ფინანსთა მინისტრის თქმით, გაცვლით კურსზე აღნიშნული ფაქტორების პოზიტიურად ასახვა ბუნებრივია. ქმნის ლარის სტაბილურობისთვის შესაბამის საფუძველს, რასაც ამყარებს პოლიტიკური სტაბილურობა. რაც ზრდის ბიზნესის ნდობას მთავრობის ქმედებების მიმართ. ბიზნესის პოზიტიური განწყობები კი გადაეცემა ეკონომიკურ ფაქტორებს, რაც მოქმედებს $/₾ გაცვლით კურსზე.

ამავდროულად ლაშა ხუციშვილმა თქვა, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტრო პროგნოზებს არ აკეთებს, არა იმიტომ, რომ პროგნოზების გაკეთება არ უნდა, ლარის კურსის კონკრეტულ ნიშნულთან მიმართებაში პროგნოზის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია. 

 

Businesspartner