ფინანსები
17/03/2023

"რიკო" ₾130 მლნ-ის ობლიგაციებს უშვებს

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია (მისო) “რიკო ექსპრესი“ 130 მლნ ლარის 3-წლიან ობლიგაციებს უშვებს, TIBR3m+2% კუპონის განაკვეთით. ნომინალი 1 მლნ ლარია.

ბროკერების ინფორმაციით, „რიკოს“ შეთავაზება ლარში დენომინირებულ ბოლოდროინდელ ემისიებთან შედარებით, დაბალი განაკვეთით, ყველაზე მომგებიანია.

მათ შორის მისო „კრისტალზე“, რომელმაც თებერვალში 25 მლნ ლარის 2-წლიანი ფასიანი ქაღალდების განთავსებაზე განაცხადა,  TIBR6m+4.75% -ად და EBRD&EU-ს კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გრანტიც მიიღო.

„კრისტალთან“ (მისო), „ემბისისთან“და GRPO-სთან (საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციები) ერთად, „რიკოც“ მიიღებს თუ არა გრანტს, მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

„რიკო“ აღნიშნული ტრანზაქციით  კრედიტორი ბანკების მიმართ ვალდებულებებს  გადაივადებს. მათ შორის ყველაზე ნაკლები, „ხალიკ ბანკის“ მართებს.

ფასიანის ქაღალდები საქართველოს საფონდო ბირჟაზეც დაილისტება.

წყარო: ემისიის პროსპექტი

Businesspartner