ფინანსები
23/05/2023

"რიკო" მსესხებელს თანხას M/C ბარათზე დაუსვამს

არასაბანკო მ/ო "რიკო ექსპრესი" საბანკო პლასტიკური ბარათის შეთავაზებაზე აცხადებს. "რიკოს" დამფუძნებლის ლაშა ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, Mastercard-ის ბარათი ყველა მსესხებელს უფასოდ გადაეცემა, რომლითაც ყველა პროდუქტს და მომსახურებას მიიღებს, მათ შორის აიღებს სესხს და გაანაღდებს გზავნილს. 

მისივე ინფორმაციით, მ/ორგანიზაციის საკრედიტო ხაზის მთავარი პროდუქტი ლომბარდია, თუმცა სალომბარდე სესხის განაკვეთი - 18% ბაზარზე ყველაზე დაბალია.

"მე არ ვატყუებ მომხმარებელს", - ლაშა ნიკოლაიშვილი მ/ო ბაზარზე გავრცელებულ პრაქტიკაზე აღნიშნავს, კრედიტორის მიერ სალომბარდე სესხის პირობების პერიოდულ განახლებაზე, განაკვეთის აწევის და არა დაწევის მიმართულებით.

Q1/2023 -ის ანგარიშით, აქტივების მიხედვით, "რიკო" ბაზარზე 31% წილით არის წარმოდგენილი. მის საკრედიტო დაბანდებაზე კი ბაზრის (35 მისო) პორტფელის - ₾ 1,580 მლრდ. 28%-მდე მოდის.

მ/ო  რიკო    

  Q1/2023 Q1/2022
  მლნ ₾ მლნ ₾
აქტივები 580,5  463.2
სესხები 432.6  380.5
შემოსავალი სა%  24.4    20.3
მ.შ ლომბარდიდან  22,06    19.2
გასავალი არასა%   7.4     5.5
მ.შ. პერსონალზე   4.3     3.1
 წმინდა მოგება  13,8    16.1

                                                                                               

წყარო: მ/ო

 

Businesspartner