ფინანსები
06/07/2020

როგორია ბანკების სასესხო პორტფელი

მაისში საბანკო სექტორმა 1.1 მლრდ ლარის სესხები გასცა (04/2020 – 786.4 მლნ). აქედან ₾40.4 მლნ იპოთეკაა და 41.7 მლნ სალომბარდე კრედიტები. 700 მლნ-მდეა ბიზნესსესხები და ყველაზე ცოტა - 4.2 მლნ ლარის ავტოსესხია.

სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკით, აპრილის 986 მლნ ლარამდე ვარდნის შემდეგ, როცა მხოლოდ 19 მლნ-ის იპოთეკა იყო გაცემული, მაისში ბაზარი გამოცოცხლებულია.

იპოთეკური დაკრედიტება 110%-ით (m.m), ავტოსესხები 7-ჯერ, ₾600 000 -დან, 4.2 მლნ ლარამდეა გაზრდილი. პანდემიამდე პერიოდის, თებერვლის ავტოსესხების პორტფელი 11.3 მლნ ლარი იყო.

Businesspartner