ფინანსები
01/10/2020

სააგენტო: საპენსიო აქტივებმა ₾1 მლრდ-ს გადააჭარბა

 
საპენსიო დანაზოგებს 100 მლნ-მდე სარგებელი დაერიცხა.

საპენსიო სააგენტოს ცნობით, 1 ოქტომბრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 484-მა ადამიანმა.

საპენსიო ასაკის შესრულების საფუძვლით 223 მონაწილე, საზღვარგარეთ მუდმივ საცხოვრებლად გადასვლის გამო 1-მა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტატუსის საფუძვლით - 201-მა, ხოლო მემკვიდრეობის უფლებით ისარგებლა - 59 პირმა.

სააგენტოში აცხადებენ, რომ საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ბოლო სამი თვის მანძილზე საშუალოდ 12 000-ზე მეტია. 

საპენსიო აქტივები განთავსებულია ეფექტურ წლიურ 11.1%-ში

Businesspartner