ფინანსები
25/05/2021

საბანკო სექტორის მთლიანი აქტივები ₾58.67 მლრდ-ია

საბანკო სექტორის აქტივები გაიზარდა.

სებ-ის მონაცემებით, კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 2021 წლის 1-ლი მაისისათვის 58.67 მლრდ ლარია. აპრილში მაჩვენებელი მარტთან შედარებით 513.28 მლნ ლარით (0,9%) არის გაზრდილი.

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 6.4 მლრდ ლარია, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.92%-ია.

საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

Businesspartner