ფინანსები
01/08/2020

საბანკო სექტორმა ივნისში 164,3 მლნ-ის იპოთეკური სესხი გასცა

სებ-ის სტატისტიკით, ივნისში 164,3 მლნ-ის იპოთეკური სესხია გაცემული, საანგარიშო თვეს გაცემული მთლიანი სესხების (₾2.3 მლრდ) 7.25%.

25 ივნისს ჩართული 4%-იანი თანასუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა, ივნისის ბოლო კვირაზე მყისიერად აისახა. საშუალო მაჩვენებელმა პანდემიის შემდეგ პირველად გადაუსწრო იანვარ-თებერვლის საშუალოს. თვის ბოლო კვირას +11%  ზრდა აღინიშნა. 

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კლება 65%-ია, მაგრამ დიდი სხვაობა 2019 წლის ივნისის ბოლოს ძლიერი საბაზისო ეფექტით აიხსნება.

ივლისის სტატისტიკით გაცემული იპოთეკური სესხების 30%-ზე მეტი თანასუბსიდირებულზე მოდის. ივნისში უცხოურ ვალუტაში გაცემულ 940 მლნ ლარის სავალუტო სესხებში იპოთეკურის (55.2 მლნ ლარის) წილი 9.6%-ია.

უცხოური ვალუტით გაცემული სესხებით, ყველაზე უხვი დეკემბერი (2019 წ) იყო, 2.7 მლრდ ლარის პორტფელით (იპოთეკის წილი 11.3%). მაშინ ბაზრის ქცევა რეგულაციების დასწრებით იყო განპირობებული და იანვარში გაპასიურდა, სულ 944 მლნ ლარის ექვივალენტის სავალუტო სესხები გაიცა.

დეკემბრის შემდეგ, ნახტომისებური ზრდა ივნისმა აჩვენა, როცა 3.18 ლარამდე გაძვირებულმა დოლარმა მცირე ნიშნულით გაიაფება დაიწყო, ლარმა კი წონასწორობის  ახალი წერტილის ძებნა.

1 ივლისის მდგომარეობით, ბანკების მთლიანი პორტფელი 33.8 მლრდ ლარია.