ფინანსები
25/05/2023

საბანკო სექტორს აქტივები შეუმცირდა - ბანკების რეიტინგი

2023 წლის აპრილში, კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.1 მლრდ ლარით (-1.66% m.m) შემცირდა და 2023 წლის აპრილის ბოლოს (01.05.2023) 66.2 მლრდ ლარი შეადგინა.

სებ-ის სტატისტიკით, სექტორის სააქციო კაპიტალი 9.2 მლრდ ლარია, კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.8%.

01.05.2023-ისთვის, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

TOP8 ბანკი > ₾1 მილიარდის აქტივით

 

01.05/2023  000

საქართველოს ბანკი 25,532,876
თიბისი 25,012,721
ლიბერთი  3,665,773
ბაზისბანკი  3,020,704
კრედო  2,222,685
პროკრედიტბანკი 1,569,869
ტერაბანკი 1,455,244
ქართუ 1,329,166
Businesspartner

მთავარი სიახლეები