ფინანსები
03/08/2021

საბანკო სექტორს სესხებიდან შემოსავლები ₾2 მლრდ-მდე გაეზარდა - რომელმა ბანკმა რამდენი მიიღო

ბანკებს სესხებიდან შემოსავლები 2 მლრდ ლარამდე გაეზარდა. 1 ივლისის მდგომაროებით (H1/2021) საცალო სესხებიდან ბანკებმა 1.168 მლრდ ლარის საპროცენტო შემოსავლები მიიღეს, ბიზნესის დაკრედიტებიდან კი 798 მლნ ლარამდე.

ბანკებს საპროცენტო შემოსავლები წლიურად 21.5%-ით აქვს გაზრდილი.

მსხვილპორტფელიანი ბანკები საპროცენტო შემოსავლებით სესხებიდან და სესხებით H1/2021-ში             

ბანკები  მლნ ₾ 000 ₾
თიბისი ბანკი 709.3   14,963,046
საქართველოს ბანკი  693.9 13,954,608
ლიბერთი ბანკი  153.9    1,822,438 
კრედო 106.8    1,157,800
ვითიბი ბანკი   74.0   1,497,367  
პროკრედიტ ბანკი    51.4     1,378,818
ბაზისბანკი   49.4      1,079,646
ბანკი ქართუ   36.1   1,028,308

წყარო: კომერციული ბანკები

Businesspartner