ფინანსები
01/10/2020

საბანკო სექტროში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა გაიზარდა

საბანკო სექტროში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა გაიზარდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 1 სექტემბრისთვის, სექტორში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 559.9 მლნ ლარს აღწევდა, ბოლო 1 თვეში ზრდა 20.9 მლნ-ია.

პრობლემური პორტფელი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.6% იყო. ამასთან, ვადაგადაცილებული სესხების 30.8% ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.
რაც შეეხება უმოქმედო სესხებს, ბოლო მონაცემებით, ასეთი სესხები ბანკების პორტფელში 5.3%-ს შეადგენს.

ეროვნული ბანკი ელის, რომ „სესხების გადავადების“ ვადის ამოწურვის შემდეგ, უმოქმედო სესხების მოცულობა შესაძლოა 10%-მდე გაიზარდოს. სტრესულ სცენარში კი, ასეთი სესხების მოცულობა შესაძლოა 17% -იც იყო. ამ ნეგატიურ სცენარში ეკონომიკის მყისიერი აღდგენა არ ხდება, შესაბამისად, მსესხებლების გადახდისუნარიანობაც შესუსტდება.

აღსანიშნავია, რომ საბაზო სცენარით 2020 წელს ეკონომიკა 5%-ით შემცირდება, ალტერნატიული სცენარებით ვარდნა 7% ან 9% -იანი იყოს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები