ფინანსები
05/05/2023

საბარათე ტრანზაქციებმა ₾16 მილიარდს გადააჭარბა

იანვარ-მარტში (Q1/2023) ტრანზაქციების რაოდენობა 200 მლნ-მდე გაზრდილია (+48%Y.Y). საბარათე ბრუნვამ 3 თვეში 16 მლრდ ლარს გადააჭარბა. მათ შორის ქვეყანაში 14 მლრდ ლარის, საზღვარგარეთ კი 1.8 მლრდ ლარის ოპერაციები შესრულდა. 

სებ-ის სტატისტიკით, საბანკო პლასტიკური ბარათებით, სავაჭრო-მომსახურების ობიექტების პოს–ტერმინალებში გატარებულმა და ინტერნეტით გადახდილმა თანხებმა 5 მილიარდს გადააჭარბა.

საანგარიშო პერიოდში, ბანკომატებსა და ბანკის ფილიალების ტერმინალებში, განაღდებულია 9,3 მლრდ ლარზე მეტი.

ტრანზაქციების მთლიან მოცულობაში გაზრდილი ელ/კომერციის (ინტერნეტით გადახდები) წილი. გასული წლის ანალოგიუირ პერიოდთან შედარებით (Q1/2022) თითქმის გაორმაგებულია. ₾1.5 მლრდ-დან, 2.8 მლრდ ლარამდე. 

Businesspartner