ფინანსები
27/11/2020

სადაზღვევო ინდუსტრიამ პანდემიური წლის 9 თვე 44 მლნ-იანი მოგებით დაასრულა

სადაზღვევო ინდუსტრიამ COVID პანდემიით გამოწვეული პრობლემების მიუხედავად 9 თვე 44 მლნ-იანი წმინდა მოგებით დაასრულა, წლიურ ჭრილში ზრდა 31%-ია.

კომპანიებმა საანგარიშო პერიოდში 513,4 მლნ ლარის პრემია მოიზიდეს, ზრდა 6,5%-ია.

მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 129,7 მლნ ლარი შეადგინა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში 120,5 მლნ ლარი. 

სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა 976,9 მლნ ლარია, კაპიტალი 282,7 მლნ ლარი.

ამ დროისთვის ბაზარზე 18 სადაზღვევო კომპანიაა წარმოდგენილი, მათგან ერთი გარდა, ყველა ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

შეგახსენებთ, რომ სადაზღვევო კომპანიებს საზედამხედველო კაპიტალი წელს აღარ გაეზრდებათ, მოთხოვნა 2021 წლის ბოლომდე გადავადდა.

ამ დროისთვის ინდუსტრიისთვის მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი 4,2 მლნ ლარია, მომავალში კი მისი 7,2 მლნ ლარამდე ზრდაა დაგეგმილი.

Businesspartner