ფინანსები
02/09/2021

სადაზღვევო ინდუსტრიას წმინდა მოგება 40%-ით შეუმცირდა

სადაზღვევო ინდუსტრიამ პანდემიის მეორე წლის პირველი ნახევარი შემცირებული მოგებით დახურა. 2021 წლის I ნახევარი კომპანიებს წლიურად მოგება 11.5 მლნ-ით (39.3%), 17.7 მლნ-მდე შეუმცირდათ (2020/07 - 29.2). 

შემცირებულია მზღვეველების სადაზღვევო მოგებაც 89.5 მლნ-დან 83,1 მლნ-მდე.

სამაგიეროდ გაზრდილია პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან მოზიდული თანხის მოცულობა 377 მლნ-დან 448,6 მლნ ლარამდე. 

სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა 1.034 მლრდ ლარია, კაპიტალი 278,6 მლნ.

სადაზღვევო ინდუსტრიამ COVID პანდემიით გამოწვეული პრობლემების მიუხედავად 2020 წელი 47.6 მლნ-იანი წმინდა მოგებით დაასრულა, წლიური ზრდა 90% იყო. პანდემიამ განაპირობა ისიც, რომ სადაზღვევო კომპანიებს შარშან საზედამხედველო კაპიტალის გაზრდა გადაუვადდათ, 2021 წლის ბოლომდე.

ამ დროისთვის ინდუსტრიისთვის მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი 4,2 მლნ ლარია, მომავალში კი მისი 7,2 მლნ ლარამდე ზრდაა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 31 ივნისის მდგომარეობით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

Businesspartner