ფინანსები
31/08/2022

სადაზღვევო სექტორის წმინდა მოგება 7 მილიონით შემცირდა - 6 თვის სტატისტიკა

2022 წლის 6 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 504,7 მილიონი ლარი შეადგინა (წინა წლის იგივე პერიოდში ეს მონაცემი 448.6 მილიონი იყო).

ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 91,8 მილიონი ლარი (წინა წლის იგივე პერიოდში 83.1 მილიონი), წმინდა მოგებამ კი 10,3 მილიონი ლარი - შარშან იგივე პერიოდში სადაზღვევო სექტორის წმინდა მოგება 17.7 მილიონი ლარი იყო.სადაზღვევო ბაზრის 6 თვის სტატისტიკას დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური აქვეყნებს.

სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე წლის 6 თვეში სადაზღვევო კომპანიებმა 227,6 მლნ. ლარის ზარალი აანაზღაურეს, გასული წლის იგივე პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 194,2 მილიონ ლარს შეადგენდა.

უწყების ინფორმაციით, სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 151,6 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 313,6 მილიონ ლარს.

დაზღვევის სახეობებს სორის, მოზიდული პრემიების მოცულობით ჯანმრთელობის დაზღვევა ლიდერობს (231.3 მილიონი ლარი. წინა წელს იყო 194.9 ლარი). მეორე ადგილზეა (84.6 მილიონი ლარი) სახმელეთო ტრანსპორტის დაზღვევა (წინა წელს იყო 74.5 მილიონი). ქონების დაზღვევის სახეობაში კი მოზიდული პრემიების რაოდენობა დასახელებულ პერიოდში 74.1 მილიონიდან 64.8-მდე შემცირდა. ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილებიდან მხოლოდ 7%-ია (108,486) დაზღვეული.

Businesspartner