ფინანსები
15/10/2021

საფინანსო მომსახურების კომპანიებმა 2020 წელს ₾5.86 მლრდ-ის შემოსავალი მიიღეს

“საქსტატის“კვლევის მიხედვით, 2020 წელს საქართველოში საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების დეკლარირებულმა შემოსავლებმა ₾5860,9 მლნ შეადგინა.

აქედან უდიდესი ნაწილი 76,6% საპროცენტო და მასთან გათანაბრებულ შემოსავლებს მიეკუთვნება, 8,8% კი საკომისიოებზე მოდის, ხოლო დარჩენილი 14,6% სხვა სახის შემოსავლებზე ნაწილდება.  

2020 წლის ბოლოს საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების სალაროში განთავსებული იყო ₾2178,0 მლნ ნაღდი ფულის სახით. ამასთან, ფიქსირებული და არაწარმოებული აქტივების ნარჩენმა (საბალანსო) ღირებულებამ ₾1779,2 მლნ შეადგინა.

რაც შეეხება, საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიურ რაოდენობას, 2020 წელს 36 ათას კაცს შეადგენდა, რომელთაგან 61,1% პროცენტი ქალი იყო.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები