ფინანსები
30/07/2020

საფონდო ბირჟაზე 2 დღეში ლიბერთის 200 000 აქცია გაიყიდა

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის ფონზე, საქართველოს საფონდო ბირჟაზე ლიბერთის აქციების ფასი მცირედით შემცირდა, ბანკის ფასიან ქაღალდებზე მაღალი მოთხოვნაა.

ბოლო ორ დღეში საქართველოს საფონდო ბირჟაზე ლიბერთი ბანკის 200 000 ცალი აქცია გაიყიდა, ერთ თვეში კი სულ 479 000 აქციაა გაყიდული.

ამ დროისთვის 1 აქციის ფასი 0.016 ლარია, გაყიდული აქციების ღირებულებამ ერთ თვეში სულ 7 674 ლარი შეადგინა.

ბანკს 7.5 მლრდ აქციის ემისია აქვს, განთავსებული აქციების მოცულობა კი 5,5 მლრდ-ია. საბაზრო კაპიტალიზაცია 120 მლნ-ია.

Businesspartner