ფოტო: continental.com
ფინანსები
10/08/2022

საინვესტიციო ფონდის წმინდა ამონაგები ₾346 მლნ-ია

საინვესტიციო ფონდის წმინდა ამონაგები 346 მლნ ლარია, - სააგენტომ საინვესტიციო პორტფელის 2022 წლის ივლისის ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიში მიხედვით, ფონდის წმინდა ამონაგები 2019 წლიდან 2022 წლის ივლისის ჩათვლით 36.19%-ია, რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით) კი 0,96%.

31 ივლისის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელის 18.2% განთავსებულია აშშ დოლარში, ხოლო 81.8% ლარში. როგორც იცით, საპენსიო ფონდმა დოლარის შესყიდვა 2022 წლის მარტიდან დაიწყო. საინვესტიციო პორტფელი ასეთია: 5% განთავსებულია მიმდინარე ანგარიშებზე, 8.4% ადგილობრივ სახაზინო ობლიგაციებში, 7.7% აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებში, 9.4% გლობალურ აქციებში, 0.9% ევროობლიგაციებში, ხოლო სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებში 68.6% არის განთავსებული.

ამ დროისათვის, საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულებამ 2.514 მლრდ ლარი შეადგინა.

დაგროვებითი პენსიით ივლისის მდგომარეობით 2 267-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაცემულმა თანხამ შეადგინა 5 072 564.85 ლარი.

Businesspartner