ფინანსები
17/05/2021

საქართველო მსოფლიო ბანკისგან 85 მილიონ ევროს მიიღებს

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს ხელი მოეწერება მსოფლიო ბანკთან შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც საქართველო შეღავათიანი პირობებით 85 მილიონ ევროს მიიღებს, პანდემიით დაზარალებული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის. 

“პროექტი ითვალისწინებს სწრაფი გადახდების ახალი ინოვაციური სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც საწარმოებისთვის ფულად სახსრებზე ხელმისაწვდომობისთვის იქნება ძალიან ეფექტური საშუალება. ამას რა თქმა უნდა ეროვნული ბანკიც განახორციელებს.

მოგეხსენებათ, ჩვენ ამ პროცესში, ჩვენი დონორებისგან მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება პანდემიით დაზარალებული საწარმოების დასახმარებლად.მინდა მადლობა გადავუხადო მსოფლიო ბანკს, უშუალოდ რეგიონულ დირექტორს, აღშნიშნული პროექტის მხარდაჭერისთვის. ამ პროექტის ზედამხედველობას განახორციელებს “აწარმოე საქართველოში. 

ჩვენთვის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმოების განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და რა თქმა უნდა, დამატებით სხვა მასტიმულირებელ მექანიზმებს შევიმუშავებთ, რომელსაც უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები