ფინანსები
15/04/2021

საქართველომ $500 მლნ-ის ახალი ევრობონდები განათავსა - კუპონის განაკვეთი 2.75%-ია

საქართველომ ახალი 500 მლნ დოლარის ევრობონდები გამოუშვა, კუპონის განაკვეთი 2,75%-ია. 

"ახლახან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ წარმატებით დაასრულა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვება.

საპროცენტო განაკვეთმა (coupon rate) შეადგინა 2,75%. მადლობას ვუხდი ტრანზაქციაში მონაწილე ყველა საერთაშორისო (JP Morgan, Goldman Sachs, ICBC Standard) და ადგილობრივ (TBC Capital და Galt & Taggart) საინვესტიციო ბანკს, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ტრანზაქციის აღნიშნული ეტაპის წარმატებით განხორციელებაში", - წერს სოციალურ ქსელში ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი.

მინისტრმა ასევე დაანონსა, რომ დეტალებზე მედიასთან ამ საკითხზე ხვალ ისაუბრებს.

შეგახსენებთ, რომ 2011 წელს ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველომ 10 წლიანი დაფარვის ვადით $500 მლნ-ის ევროობლიგაცია განათავსა. ევრობონდები ბიუჯეტიდან გასულ კვირას დაიფარა. 2011 წელს გამოშვებულ ევრობონდებზე საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 6.875%-ს.

 
 
Businesspartner