ფინანსები
18/03/2020

საქართველომ სსფ-ს დამატებითი სახსრების გამოყოფაზე მიმართა

საქართველომ საერთაშორისო სავალუტო ფონდს დამატებითი სახსრების გამოყოფაზე მიმართა, – ამის შესახებ ნატქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მითითებულია, რომ ფონდს საქართველომ მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში უახლოეს მომავალში საქართველოსთვის ფინანსურ რესურსებზე წვდომის გაზრდაზე მიმართა, ამას ასევე დაემატება სხვა საერთაშორისო დონორების მიერ კორონავირუსის პანდემიის შედეგების შესარბილებლად გამოყოფილი სახსრები.

“ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს საგარეო დისბალანსის აღმოფხვრას და ნომინალურ ეფექტურ გაცვლით კურსსა და, შესაბამისად, ინფლაციის საშუალოვადიან დინამიკაზე დადებითად აისახება”, – ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.

Businesspartner