ფინანსები
02/08/2021

საქართველოს ბანკი ლარში დანაზოგის მსურველებს ახალისებს

საქართველოს ბანკი ლარში დანაზოგის მსურველებს ახალისებს. ლარის ვადიან ანაბარზე სარგებელი (1 წლიანი, ვადის ბოლოს სარგებლის გატანით) 11,6%-ია. მობაილ ბანკით გახსნილს კი +0.25% ემატება.

აღნიშნული არხით იზრდება აშშ დოლარში განთავსებული დეპოზიტის პროცენტიც: 0.6%+0.25%  ბრიტანულ ფუნტში კი 0.45%+0.25%. სააქციო შეთავაზება არ ვრცელდება  ევროზე, რადგან  მისი განთავსება უსარგებლოა.  შესაბამისად 0% 0.25% არ ემატება.

ევროში სარგებელი აქვს მხოლოდ საბავშო ანაბარს წლიური 0.8% (£ -1.8%,  ₾ -11.2% $- 2.2%), რომელიც 2-დან 18 წლამდე ვადით იხსნება და  ვადამდე გატანისთვის მეანაბრის მშობლებს  არ ეკრძალება. ანაბრის პირობის დარღვევისთის  სასამართლოს ნებართვის წარდგენა არ არის საჭირო.  სააქციო +0.25%  საბავშვო ანაბარზე არ ვრცელდება.

მთლიანად ფიზიკური პირების ანაბრები საქართველოს ბანკში,  1 ივლისისთვის 7.55 მლრდ ლარს შეადგენს და საცალო დეპოზიტებით, ის  ბაზრის ლიდერია (წილი 40.2%).  მთლიანი პორტფელი ( ფიზ და იურიდიული პირების)  13.4 მლრდ ლარია.

Businesspartner