ფინანსები
15/12/2020

“საქართველოს ეკონომიკა სხვა ქვეყნებთან შედარებით უკეთ შეძლებს ამ კრიზისის გადალახვას“

„საქართველოს ეკონომიკა სხვა ქვეყნებთან შედარებით უკეთ შეძლებს ამ კრიზისის გადალახვას.“-ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა „ბიზნესპარტნიორის ოთხეულთან“ სტუმრობისას განაცხადა.

კობა გვენეტაძის განმარტებით, ქვეყნისთვის 2020 წელი საკმაოდ რთული აღმოჩნდა. „2019 წელი გამოწვევებით იყო გამორჩეული და როდესაც დაიწყო გამოსწორება ყველა იმ მოვლენამ, რაც კურსთან და ინფლაციასთან დაკავშირებით იყო,  მაშინ დაიწყო ახალი კრიზისი. 2020 წლისთვის მოლოდინი საკმაოდ კარგი გვქონდა. თუმცა, ჯერ კიდევ არ იყო ქვეყნის ეკონომიკა საგარეო შოკიდან გამოსული,რომ  ახალი შოკი წარმოიქმნა.

ეს წელი კოვიდთან იქნება ასოცირებული. ეს იქნება გამოცდა ჩვენი ეკონომიკისათვის, ჩემთვის, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტისთვის და ჩვენი ფინანსური სიეტემისათვის. ეს შოკი ჯერ არ დამთავრებულა და გვირაბის ბოლოს გასასვლელი ვართ. თუმცა, გარკვეული გაკვეთილების სწავლა კიდევ იქნება შესალებელი. როგორც წესი, კრიზისი დაღს აჩენს ეკონომიკას, მაგრამ ამავდროულად აჩენს შესაძლებლობებსაც და აჩვენებს რეფორმების გატარების საჭიოროებას.“-აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

Businesspartner