ფინანსები
03/09/2021

საქართველოში ავტომობილების 7%-ია დაზღვეული

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 98,594 ავტომობილია დაზღვეული, რაც საერთო ავტოპარკის 7%-ია.

სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში დაზღვეული იყო 92,753 ავტომობილი, რაც მთლიანი ავტოპარკის ასევე 7%-ს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ წინა წლებში ავტობილების დაზღვევის მაჩვენებელი მცირე ტემპებით, თუმცა მაინც იზრდებოდა. მაგალითად, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის მონაცემებით, იმ პერიოდში დაზღვეული იყო 75,863 ავტომობილი (მთლიანი ავტოპარკის 7%).

2020 წელს კი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაზღვეული ავტომობილების რაოდენობა 2 562-ით შემცირდა.

2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

 2021 წლის 6 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 448,6 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 83,1 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 17,7 მილიონი ლარი.

 სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 034,2 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 278,6 მილიონ ლარს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები