ფინანსები
06/09/2021

საქართველოში კერძო საპენსიო დანაზოგი მხოლოდ 15 789 ადამიანს აქვს

კერძო საპენსიო დაზღვევა საქართველოში პოპულარობას კარგავს. საპენსიო სქემების მონაწილეთა რაოდენობა ბოლო პერიოდის განმავლობაში განუხრელად მცირდება.

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის 1 ივლისისთვის კერძო საპენსიო სქემაში სულ 15 789 ადამიანია ჩართული. მართალია მაჩვენებელი 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 91-ით შემცირდა, თუმცა 2018 წელს 1 ოქტომბრისთვის სქემის მონაწილეთა რაოდენობა 22 000-ს აჭარბებდა.

მონაწილეთა რაოდენობის შემცირებას ხშირად სახელმწიფო საპენსიო ფონდის შექმნას და კერძო საპენსიო სისტემებისთვის საგადასახადო შეღავათების არ არსებობას უკავშირებენ. 

პარლამენტში კერძო საპენსიო სქემების ხელშეწყობისთვის კანონპროექტი შეტანილია, თუმცა ის საკანონმდებლო ორგანოს არ განუხილავს. კანონპროექტის მიხედვით უნდა შეიქმნას კერძო, ნებაყოფლობითი რეჟიმი, სადაც თავს მოიყრის საპენსიო შენატანები.

ამ დროისთვის კერძო საპენსიო სქემაში 4 სადაზღვევო კომპანია მონაწილეობს, თუმცა მათგან საპენსიო დანაზოგს მომხმარებელი 3 კომპანიაში "საქაერონავიგაციაში", "ჯიპიაი ჰოლდინგსა“ და "ალდაგში“ აკეთებს.

2021 წლის 6 თვეში საპენსიო შენატანების მოცულობა 2,751 მლნ ლარია, 20.5%-ით მეტი ვიდრე 2020 წლის 6 თვეში.

Businesspartner