ფინანსები
19/08/2022

საკრედიტო ბარათზე 4-წლიანი ვადა შენარჩუნდა

3 წლამდე ვადადამოკლებად სესხის კატეგორიაში სებ-მა მხოლოდ 1 გამონაკლისი დაუშვა. 4 წლიან ვადას მხოლოდ საკრედიტო ბარათი ინარჩუნებს. გამკაცრდა ოვერდრაფტის პირობებიც. PTI (სესხის მომსახურების კოეფიციენტი) 3 წელზე გადათვლით ანგარიშდება. ამიერიდან ძველი სიკეთით ბანკის 900 000-მდე კლიენტი ისარგებლებს.

ოვერდრაფტი ყველაზე გრძელვადიანი სასესხო პროდუქტია, რომლის ვადა ზოგიერთი ბენეფიციარისთვის სიცოცხლის ბოლომდეა, ზოგისთვის საპენსიო ასაკამდე. 

ბანკები ოვერდრაფტის მიხედვით (H1/2022)

 

მოცულობა 

რაოდენობა

თიბისი

28 278 371

673 002

საქართველოს ბანკი

11 402 057

131 927

ლიბერთი ბანკი

  8 740 967

   7 863

ტერა ბანკი

  2 306 125

   3 477

ბაზისბანკი

  2 144 632

   4 355

პროკრედიტ ბანკი

  1 089 682

      420

კრედო

    69 718

      42

სებ-ის პრეზიდენტის მიერ 3 აგვისტოს დაანონსებულ სასესხო რეგულაციებში, ოვერდრაფტთან ერთად, კიდევ რამდენიმე გამონაკლისი მოიაზრებოდა, მათ შორის  რეფინანსირებაც, თუმცა როგორც სებ-ში განმარტეს, კანონის გვერდის ავლის პრევენციის მიზნით არ დაუშვეს. როგორც წესი კლიენტი სესხის პორტირებას და მომსახურე ბანკში რეფინანსირებას, თანხის დამატები მიზნით მიმართავს ხოლმე, დამატება კი რეგულაციის მიზანს ცდებოდა.

როგორც არსებულმა და პოტენციურმა მსესხებელმა 3 აგვისტოს შეიტყო, მიზანი მოთხოვნის  შემცირება იყო, ინფლაციის წნეხისგან გათავისუფლების მიზნით და ამოცანა, დაკრედიტების ზრდის 1%-ით შენელება.

ანალიტიკოსების ინფორმაციით, მოულოდნელობის ეფექტიც პრევენციას ემსახურებოდა. სამომხმარებლო დაკრედიტებაში, 15 აგვისტოდან შესაცვლელი წესები, სებ-მა მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე დაანონსა, 3 აგვისტოს.  ბაზარს გამონაკლისების ილუზია გაუჩნდა და 15 აგვისტოს აღმოაჩინა, რომ გამონაკლისი არ იქნებოდა. 4 წლიან სამომხმარებლო სესხების აქცია კი ხანმოკლე აღმოჩნდა.