ფოტო: envato.com
ფინანსები
24/05/2022

სამომხმარებლო სესხების პორტფელში ₾328 მლნ-ის პრობლემური კრედიტები რჩება

სამომხმარებლო სესხებში 328 მლნ ლარის პრობლემური კრედიტები რჩება (აპრილის მდგომარეობით), მათ შორის ლარის პორტფელის 5%-ია გაპრობლემებული, აშშ დოლარის 6.3% და ბანკების პორტფელში ყველაზე ცოტა -3.6% უმოქმედო სესხო ევროშია.

სხვა საკრედიტო პროდუქტებთან შედარებით, სამომხმარებლო დაკრედიტება გაფუჭების მაღალი კოეფიციენტით ხასიათდება, პანდემიის, ომის კრიზისის და სხვა გლობალური შოკების გავლენის გარეშეც.

პანდემიამდე დოლარის სესხების 9% იყო პრობლემური, ლოქდაუნში  ეს მაჩვენებელი გაორმაგდა მაქსიმალურ 18%-მდე. 2022 -ის დასაწყისში 6.9% იყო და აპრილის მდგომაროებით 6.3%-მდეა შემცირებული.

სებ-ი სავალუტო დაკრედიტების მოსათოკად რეგულაციებიც გაამკაცრა, ახლადამოქმედებული შეზღუდვით მსესხებლის შემოსავლების მოთხოვნა გაზარდა: PTI 50%-დან 25%-მდე შეამცირა. სებ-ის დამატებით ზომებსაც არ გამორიცხავს, უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე  სარეზერვო ნორმის, 25%-დან კვლავ  30%-მდე გაზრდას.

უმოქმედო სესხები ვალუტის მიხედვით (ლარში)

 

₾არი

აშშ დოლარი

ევრო

01.01.2022

272 342 409

41 304 381

7 815 984

01.04.2022

284 409 132

35 727 607

7 537 269

წყარო: სებ-ი

როგორც იცით, უმოქმედო სესხები (არასტანდარტული, საეჭვო, უიმედო) 100%-მდე სარეზერვო მოთხოვნით  რეგულირდება. 01.04.2022-ის მდგომარეობით, სამომხმარებლო სესხების პორტფელი 6.67 მლრდ ლარს შეადგენს და 804 მლნ ლარამდე მოდის სავალუტო სესხებზე, მათ შორის უმეტესობა აშშ დოლარშია.

ბანკები მთლიანი სესხებით

 

 

 01.05.2022

 01.01.2022

 

 მლრდ ₾

მლრდ ₾

 1

თიბისი ბანკი

16,667,999

16.7

 2

საქართველოს ბანკი                   

15,663,730

15.4

 3

ლიბერთი

2,272,609

1.97

 4

ბაზისბანკი

2,027,659

1.25

 5

კრედო                     

1,550,706

1.49

 6

პროკრედიტ ბანკი                     

1,319,792

1.35

წყარო: სებ-ი და კომერციული ბანკები

Businesspartner

მთავარი სიახლეები