ფინანსები
23/01/2023

სამომხმარებლო სესხის ვადა დაგრძელდება

სამომხმარებლო სესხების ვადა ისევ გრძელდება. ბაზარი არაუზრუნველყოფილი კრედიტის 4 წლამდე დაგრძელვადიანებას ზაფხულისთვის ელის, დამოკლებიდან 1 წლის თავზე.

მოკლევადიან პერიოდში ხშირი რეგულაციები სექტორის დამაზიანებლად აღარ ითვლება. პარამეტრების პერიოდული ცვლილება (რეკალიბრაცია) არსებული გამოწვევების რეალობაში ნეგატიურად აღარ მიიჩნევა. პირიქით, რეკალიბრაციას სებ-ის პრეზიდენტი თავისი მმართველობის პერიოდის საეტაპო შესაძლებლობად აფასებს. 

ახლა, პროგნოზებზე მნიშვნელოვანი, რაც გაურკვევლობის პირობებში ბევრ ქვეყანაში არ მართლდება, მიმდინარე მონაცემების ანალიზია. რის საფუძველზეც ტარდება მაკროპრუდენციული ზომები, მოქნილი კალათის მეშვეობით, რაც 2016 წლამდე არ იყო. დამოკლება, დაგრძელების შესაძლებლობას არ გამორიცხავს (და პირიქით)

სებ-ის განცხადებით, გარკვეული ზომების გატარება საქართველომ სხვა ქვეყნებს დაასწრო, რაც სებ-ის წინდახედულ პოლიტიკად ფასდება.

ასე რომ რეგულაციებიც ინფლაციის მართვის პროცესში ჩაერთო და ცალკეულ შემთხვევებში ამართლებს. მაგ: მაშინ როცა  მპ-ის ცვლილება არაეფექტურია... მ.შ. (მათ შორისაა) სამომხმარებლო სესხების 3 წლამდე დამოკლევადიანება, აგვისტოში., მანამდე კი სავალუტო იპოთეკის ვადა დამოკლდა 10 წლამდე, რაც რეკალიბრაციას არ დაექვედებარება, რადგან ლარიზაციის პრიორიტეტულობა  უფრო გრძელვადიანია.

სამომხმარებლო სესხების 3 წლამდე დამოკლების მიზანი სებ-ის მაკროეკონომიკის და სტატისტიკის დეპარტამენტმა მაშინათვე განმარტა. რეგულაციას მთლიანი დაკრედიტების შენელებაში 1%-იანი წვლილი უნდა შეეტანა.

სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკით, აგვისტოდან (რეგულაცია 15 აგვისტოს შევიდა ძალაში) დაკრედიტების ტემპი (წლიური ზრდის) 15%-ით (2.5%პ -ით) შემცირდა.

აგვისტოს ეს რეგულაცია და მისი 5-თვიანი ეფექტი  სებ-ის წინდახედულობაა თუ გლობალური არაპროგნოზირებადობა, ამის შეფასებაც რთულია, რადგან ასევე ჭირს პროგნოზი, რა იქნებოდა რეგულაციის გარეშე.

ნუ მთავარია, რომ რეკალიბრაციის შესაძლებლობა არის.

სამომხმარებლო სესხების 3 წლამდე შემცირებული ვადის მოსალოდნელ დაგრძელვადიანებაზე საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ელეკო ძნელაძემ განგვიცხადა.