ფინანსები
08/09/2020

საპენსიო დანაზოგებს ₾79.5 მლნ-ის სარგებელი დაერიცხა

საპენსიო დანაზოგებს 79.5 მლნ-მდე სარგებელი დაერიცხა.

საპენსიო სააგენტოს ცნობით, 8 სექტემბრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 447-მა ადამიანმა.

საპენსიო ასაკის შესრულების საფუძვლით 211 მონაწილე, საზღვარგარეთ მუდმივ საცხოვრებლად გადასვლის გამო 1-მა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტატუსის საფუძვლით - 186-მა, ხოლო მემკვიდრეობის უფლებით ისარგებლა - 49 პირმა.

სააგენტოში აცხადებენ, რომ საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და თვის მანძილზე საშუალოდ 9000-ზე მეტია. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები