ფოტო: continental.com
ფინანსები
08/09/2022

საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგები ₾374 მლნ-ია

საპენსიო აქტივებზე რეალური ამონაგები 374 მილიონი ლარია, - ფონდის აგვისტოს ანგარიშის მიხედვით, წმინდა ამონაგებმა 2019 წლიდან 2022 წლის აგვისტოს ჩათვლით 37.67%, რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) კი 1.92% შეადგინა.

საპენსიო ფონდმა დოლარის შესყიდვა მარტიდან დაიწყო და ამ დროისთვის საინვესტიციო პორტფელის 18.9% დოლარშია განტავსებული, 81.1% ლარში რჩება.

საინვესტიციო პორტფელის 6.5% განთავსებულია მიმდინარე სარგებლიან ანგარიშებზე, 8.9% ადგილობრივ სახაზინო ობლიგაციებში, 8.7% აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებში, 9% გლობალურ აქციებში, 1% ევროობლიგაციებში, ხოლო სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებში 65.9% არის განთავსებული.

7 სექტემბრის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულებამ 2.62 მლრდ ლარი შეადგინა. 

Businesspartner