ფინანსები
06/04/2022

საპენსიო სააგენტომ სავალუტო ინვესტიციების 20%-იანი კვოტის ათვისება დაიწყო

საპენსიო სააგენტომ სავალუტო ინვესტიციების 20%-იანი კვოტის ათვისება დაიწყო. სულ  $150 მლნ-მდე გამოდის.

საპენსიო სააგენტომ ახლადშეძენილი ვალუტა ყველაზე დაბალრისკიან ფასიან ქაღალდებში უნდა დააბანდოს. შესაბამისად სავალუტო წყვილების, ოქროს ფასის ცვლილებაზე, ანალიზის კომპეტენტურობის მიუხედავად „ფსონებს“ მოგების მიღების მიზნით ვერ  ჩადებს.

ის აპირებს კანონით გაწერილი ინსტრუქციით იმოქმედოს. შესაბამისად მაღალი ვოლატილობისგან თავს დაიცავს და ფულს არა ცალკეული კომპანიის აქციებში ჩადებს, არამედ ETF-ში, აქციების პაკეტში, რომელიც საფონდო ინდექსში შემავალი კომპანიის  რეპლიკაციით დგება. ყველაზე დივერსიფიცირებული  პორტფელი, 1 550  კომპანიის აქციით, აქვს iShares-ს (iShares MSCI World Apple  (4.9%) Microsoft  (3.74%) Amazon.com (2.54%); Tesla (1.56%). iShares-ი 30 მლრდ  აშშ დოლარის აქტივს განკარგავს და აქედან $103 მლნ-ის 1 560  ერთეული Apple -ის აქციაა, 79 მლნ -ის  Amazon-ის.

ETF-ის ფასი 3 წლიან ჭრილში 52%-იან ზრდას, 5 წლიან პერიოდში კი 84%-მდე ზრდას აჩვენებს.

ფასიანი ქაღალდების განაწილება გეოგრაფიულ ჭრილში

 

 

ფასიანი ქაღალდების შენახვა, აღრიცხვა-მონიტორინგს საქართველოს ბანკი აწარმოებს, რომელიც სააგენტოს სპეცდეპოზიტარია. მასთან 3-წლიანი ხელშეკრულებაა გაფორმებული. სპეცდეპოზიტარის შერჩევა ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიწყო და საქართველოს ბანკს ტენდერში გამარჯვებას უკვე პანდემიის პირველ  ტალღაში ულოცავდნენ.

თანხების უსაფრთხოდ ინვესტირების თვალსაზრისით.ფასიანი ქაღალდების შენახვა და საპენსიო აქტივების აღრიცხვა/მონიტორინგში დეპოზიოტარის როლზე სებ-იც აღნიშნავს.

საპენსიო ფონდიდან ფულის სესხებას ადგილობრივი კომპანიებიც აპირებენ. საპენსიო თანხები ადგილობრივ კორპორატიულ ბონდებში ჩაიდება,  როგორც  კერძო ( ემ კვადრატი, სილქნეტის...) ასევე სახელმწიფო კომპანიების ფასიანი ქაღალდებში.

მათ შორის იყო ნიკორა. თუმცა სააგენტოს პირველი ტრანზაქცია "ნიკორა ტრეიდის" შარშან ემიტირებულ  35 მლნ ლარის 3 წლიან  (B კატეგორია) ქაღალდებში შეფერხდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები