ფინანსები
13/05/2021

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრების გადაწყვეტილებებს "ალდაგი" დააზღვევს

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრების გადაწყვეტილებებს სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ დააზღვევს.

მზღვეველი საინვესტიციო საბჭოს წევრებს აუნაზღაურებს იმ ზარალს, რომლისთვისაც დაზღვეული პირი პასუხისმგებელია ამა თუ იმ ქმედების გამო.

დაზღვევის მიზნის ქმედებაში მოიაზრება დაზღვეული პირის კომპეტენციის ფარგლებში ჩადენილი ფაქტობრივი ან სადავო ქმედება, შეცდომა ან უმოქმედობა.

„შეირჩა კომპანია „ალდაგი“, რომელიც აზღვევს საინვესტიციო საბჭოს გადაწყვეტილებებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს დაზღვევა არ ათავისუფლებს საინვესტიციო საბჭოს ნდობითი ვალდებულებისგან. ისინი პასუხისმგებლობისგან არ თავისუფლდებიან. უბრალოდ, ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა და მსოფლიოში ყველა დიდი საინვესტიციო ფონდი მიმართავს ამ პრაქტიკას“, - განაცხადა საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გიორგი მელიქიძემ „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას.

 

Businesspartner