ფინანსები
15/04/2021

სავალუტო აუქციონზე $40 მლნ-დან მხოლოდ $25.4 მლნ გაიყიდა

ეროვნულმა ბანკის სავალუტო აუქციონზე გამოტანილი 40 მლნ დოლარიდან მხოლოდ 25.4 მლნ დოლარი გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.4353 შეადგინა.

ამ აუქციონის ჩათვლით, 2021 წლის დაწყებიდან დღემდე სებ-ს სულ $212.9 მლნ-ის ინტერვენცია აქვს განხორციელებული.

COVID-ით გამოწვეული არასტაბილურობის ფონზე, ეროვნულმა ბანკმა პანდემიურ 2020 წელს პირდაპირი ინტერვენციების გზით სავალუტო ბაზარს სულ დაახლოებით $916 მლნ დოლარი მიაწოდა.

Businesspartner