ფინანსები
08/02/2021

სავალუტო რეზერვები $4.1 მლრდ-ით ისტორიულ მაქსიმუმზეა

საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და $4.1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

ბოლო 1 თვეში, სარეზერვო აქტივების მოცულობა $191 მლნ-ით არის გაზრდილი, რაც დონორი ორგანიზაციებიდან საქართველოსთვის გამოყოფილი თანხების ჩამორიცხვის შედეგია.

რეზერვებიდან $3.89 მლრდ უცხოური ვალუტის რეზერვებია, მათ შორის 2.5 მლრდ ფასიან ქაღალდებშია ჩადებული.

ნაღდი უცხოური ვალუტა $1.38 მლრდ-ს შეადგენს.

რეზერვების ნაწილს ეროვნული ბანკი ბაზარს მიაწვდის, რითაც პანდემიის გამო შემცირებული სავალუტო შემოდინებების ნაწილობრივი შევსება მოხდება.

წელს ბაზრისთვის ეროვნულ ბანკს უკვე $80 მლნ აქვს მიწოდებული.

 

Businesspartner