ფინანსები
16/09/2021

სებ-ი არარეზიდენტი ინვესტორების გააქტიურებას ელოდება

ლარის შემოსავლიანობის მრუდი მთლად დამაიმედებელ ტრენდს აღარ აჩვენებს, რისკ პრემიუმის ზრდაზე გრძელვადიანი ფასიან ქაღალდებზე განაკვეთის მატება მიანიშნებს.

მთავრობის 10-წლიან ფასიან ქაღალდებზე სარგებელი პანდემიაში 12%-ით (1%-ული პუნქტით) არის გაზრდილი. თუმცა, მდგომაროებას გრძელვადიანი და მოკლევადიანი ობლიგაციების პროცენტებს შორის მცირე სხვაობა აბალანსებს. ფინანსური სექტორი მაღალ რისკს ვერ ხედავს. 5-10 წლიან ქარალდებზე განაკვეთის აწევა კი გარკვეულწილად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას უკავშირდება.

პანმანდემამდელ წელთან შედარებით განაკვეთი მომატებულია მოკლევადიან ფასიან ქაღალდებზეც (6M,1Y), 7%-დან, 8.2%-მდე 17%-ით (1.25-ული პუნქტით).

სებ-ის ინფორმაციით, ლარის შემოსავლიანობის მრუდი საფინანსო ბაზრის მნიშვნელოვანი ატრიბუტია, აჩვენებს ურისკო განაკვეთებს ყველა ვადიანობის ინსტრუმენტისთვის და ბაზრის მონაწილეები ინდიკატორად იყენებენ: ლარის ფასიანი ქაღალდების ფასის განსაზღვრისას და ბაზრის ტრენდის პროგნოზირებისთვის.

მრუდი ემიტენტებს და ინვესტორებს ემისიებზე საორიენტაციო ფასის დადგენას უადვილებს. ასახავს ბაზრის მოლოდინებს საპროცენტო განაკვეთების, ინფლაციის, სხვა მახასიათებლის შესახებ.

მთავრობის სხვადასხვა ვადიანობის ქაღალდები სებ-ს, რეზიდენტ და არარეზიდენტ ბანკებს უჭირავს. აგვისტოში არარეზიდენტების მფლობელობაში არსებული ლარის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების 16%-ით კლებაზე TBC კაპიტალის ბოლო კვლევაშია აღნიშნული და 106 მილიონიანი კლების მიზეზად ვირუსის დელტა შტამის გავრცელება სახელდება.

ასევე ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის ბოლოდროინდელი მინიშნებები, მონეტარულ  პოლიტიკის შესაძლო გამკაცრებაზე, რაც მოგვიანებით შეიცვალა და შესაბამისად სენტიმენტები ამ დროისთვის გაუმჯობესებულია და ლარის ფასიან ქაღალდებში არარეზიდენტების წილის ზრდას ვარაუდობენ. ამ დროისთვის მთლიან დაბანდებაში (5,1 მლრდ ₾) არარეზიდენტების წილი 11%-მდეა (09/2019 – 7%). დიდი გადინებები არ აღინიშნება, რაც არარეზიდენტების ნდობის შენარჩუნებაზე მიანიშნებს. არარეზინტებს შორისაა, Bmatch-ზე მოვაჭრეს საინვესტიციო ფონდიც -Eaton Vance.

სახაზ. ფასიანი ქაღალდები მფლობელების მიხედვით (მლნ ₾)

ეროვნული ბანკი                       

კომერციული ბანკები

რეზიდენტები

არარეზიდენტები                         

სულ           

895,4

3 878,1

55,6

670,8

5 499,9

993,9

3 761,2

63,3

699,2

5 517,5

1 093,9

3 670,0

67,9

703,4

5 535,2

1 136,8

3 611,7

68,3

682,2

5 498,9

1 236,8

3 432,3

68,3

697,3

5 434,8

1 326,7

3 304,9

74,5

716,3

5 422,4

1 076,8

3 280,5

71,6

664,3

5 093,3

1 145,1

3 329,1

83,7

558,0

5 115,9

წყარო: ეროვნული ბანკი 2021-ის იანვარ- აგვისტო

 

Businesspartner