ფინანსები
30/03/2022

სებ-ი კრიპტოვალუტების რეგულირების დაწყებას აანონსებს - პარლამენტში კანონპროექტი წელს შევა

ფულის გათეთრების მიმართულებით არსებული რისკების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი კრიპტოვალუტების სავაჭრო პლატფორმებისთვის გარკვეული რეგულაციების მიღებას გეგმავს.

კობა გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის მიერ ვირტუალური აქტივების რეგულირების სამართლებრივი ჩარჩოს პირველადი პროექტი შემუშავდა, რომელიც ვირტუალური აქტივის გადაცვლის, გადაცემის, შენახვის, ადმინისტრირების და მომსახურების განმახორციელებელი პირების რეგულირებას, მათთვის რეგისტრაციის ლიცენზირების შესაბამისობის ტესტისა და ფულის გათეთრების კონტროლოს მოთხოვნების განსაზღვრის გზით ითვალისწინებს.

"პროექტის სამუშაო ვარიანტი გვაქვს და ვფიქრობ ცოტახანში დამთავრდება ეს პროცესი. პროექტის განხილვას ვგეგმავთ, როგორც კერძო სექტორთან, ასევე სახელმწიფო სექტორთან. ამის შემდეგ, 2022 წლის განმავლობაში საკანონმდებლო ჩარჩო უნდა განვიხილოთ და მივიღოთ რეკომენდაციები, ხოლო შემდეგ დასამტკიცებლად წარედგინება პარლამენტს.”- აღნიშნავს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

Businesspartner