ფინანსები
07/04/2022

სებ-ი საპენსიო ფონდს 20%-იანი კვოტის ერთიანად ათვისებას ურჩევს

სავალუტო დაბანდებებთან ერთად საპენსიო სააგენტო ინვესტიციებს ლარის ინსტრუმენტებშიც გაზრდის.

ბაზრის სტიმულირებისთვის, სებ-ი კანონში ცვლილებას ამზადებს. მარეგულირებელმა კონცენტრაციის რისკს უნდა გადახედოს. არსებული რეგულაციით, ერთი კომპანიის ემისიაში  სააგენტოს ინვესტიცია 10%-ით შემოისაზღვრება.

სებ-ის ფასიანი ქაღალდების ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის სალომე სხირტლაძის განმარტებით, ზღვრის აწევის საჭიროებას საქართველოს საფონდო ბაზრის სიმცირე განაპირობებს.

ასევე გადაიხედება ფასიანი ქაღალდების რეიტინგის მოთხოვნა. ამ დროისთვის ქვეყნის რეიტინგზე (BB) 1 საფეხურით დაბალრეიტინგიანი (BB -) ბონდია დასაშვები. სებ-ი აღნიშნული ზღვრის დაწევის შესაძლებლობას განიხილავს. შედეგად მთელ რიგ ადგილობრივ კერძო  და  სახელმწიფო კომპანიებს (ემ კვადრატი, სილქნეტი, რკინიგზა, ელეტროსისტემა, ნიკორა) საპენსიო თანხების სესხების შანსი მიეცემა. ამ შემსუბუქებით, მოსალოდნელ რისკებზე საინვესტიციო ბანკები მიანიშნებენ, რომლებიც ადგილობრივი კომპანიების ემისიის პროსპექტზე მუშაობენ. მიაჩნიათ, რომ კონცენტრაციის რისკი სათანადო ანალიზს საჭიროებს. თუმცა სებ-ის კონსერვატიული გადაწყვეტილების იმედი აქვთ.

თავის მხრივ საინვესტიციო რისკებს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახური და მთავარი რისკის ოფიცერი აფასებს. სპეცდეპოზიტარმა (საქართველოს ბანკი) რომლის ძირითადი მოვალეობებია ფასიანი ქაღალდების შენახვაა საინვესტიციო პორტფელი უნდა ამონიტორინგოს და სააგენტოს დავალებით ტრანზაქციების ანგარიშსწორება უზრუნველყოს.

როგორც იცით ჯერ ინსტრუმენტად კომერციული ბანკების დეპოზიტები გამოიყენება და მხოლოდ  ლარში ბანდდება. ფულადი ინტრუმენტების დამატებამდეც, ბანკებში იყო, მიმდინარე ანგარიშებზე.

ამ დროსითვის კი  უკვე საპენსიო სააგენტოს სავალუტო ანგარიშებზეც უდევს, მარტის ანგარიშით, ჯერ მხოლოდ ქვოტის (20%) 4.2% აქვს ათვისებული. $150 მლნ-მდე შეავსების შემდეგ უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ აქტივებში, ერთიანად 1 ტრანზაქციით განათავსებს. სხირტლაძეს მიაჩნია, რომ უმჯობესია და ნაკლებხარჯიანი მთლიანი კვოტა 150 მლნ-მდე შეავსოს და ერთი ტრანზაქციით განათავსოს - დანახარჯების დაზოგვის და ფასის ცვლილების რისკის დაბალასნებისთვის ეს ყველაზე ოპტიმალური ნაბიჯია. თუმცა ფონდის საინვესტიციო ოფიცერი პორტფელის დივერსიფიცირებას არჩევს და დაბანდებას მალე დაიწყებს.

2.23 მლრდ ლარის საპენსიო ფონდიდან სააგენტოს 100 მლნ ლარის უკვე აქვს დაკონვერტებული (მონაცემში აპრილის ვაჭრობა არ არის ასახული). სააგენტო მარტიდან Bmatch-ზეც ვაჭრობს. ასევე შეუძლია ლარი, დოლარში ხაზინასთანაც დააკონვერტოს და ცალკეულ ბანკებთან ხელშეკრულების საფუძველზე.

სააგენტო iShares ETF –ში აპირებს  ინვესტირებას, რომელიც 1500 -ზე მეტ კომპანიის აქციებს აერთიანებს (iShares MSCI) მათ შორის  Apple-ის, Amazon-ის,Tesla-ს....

Businesspartner