ფინანსები
24/05/2023

სებ-ის ანგარიში: 2022 წლის განმავლობაში ლარის კურსი ძირითად ვალუტებთან გამყარდა

2022 წლის განმავლობაში ლარის კურსი ძირითად ვალუტებთან გამყარდა, ხოლო ბანკები სტაბილური სავალუტო პოზიციებით განაგრძობდნენ საქმიანობას,- ამის შესახებ სებ-ის 2022 წლის ანგარიშია აღნიშნული.

დოკუმენტის მიხედვით,სავალუტო პოზიციის ლიმიტი საზედამხედველო კაპიტალის 20 პროცენტს შეადგენს. თუმცა, ბანკები სავალუტო რისკის შემცირების მიზნით, უმეტესად დახურული სავალუტო პოზიციით ოპერირებენ.

"წლის ბოლოს კრებსითი სავალუტო პოზიცია გრძელია და საზედამხედველო კაპიტალის 1.6 პროცენტის ფარგლებშია. 2023 წლიდან სავალუტო პოზიცია წარმოდგენილია ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. საქართველოს საბანკო სისტემაში დოლარიზაცია კვლავ მაღალია, რის შედეგადაც, სავალუტო რისკის ფაქტორი ქართული ბანკებისთვის კვლავ მნიშვნელოვანი რჩება. საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს საზედამხედველო მუშაობას სავალუტო რისკის მართვის არსებული მიდგომების სრულყოფის მიმართულებით.

2022 წლის მოგების დეკომპოზიციის კუთხით, აღსანიშნავია საბანკო სისტემის მომგებიანობაზე მოქმედი რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი,"-აღნიშნულია სებ-ის 2022 წლის ანგარიშში. 

ამავე დოკუმენტის მიხედვით, წლის განმავლობაში გაზრდილი საკრედიტო აქტივობის ფონზე გაიზარდა წმინდა საპროცენტო და არასაპროცენტო შემოსავლები. ასევე, გაიზარდა ბანკების საოპერაციო ეფექტიანობა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები