ფინანსები
10/08/2022

სებ-მა სავალუტო აუქციონზე დამატებით $40 მლნ იყიდა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე კიდევ ერთი ინტერვენცია განახორციელა.

სებ-მა სავალუტო აუქციონზე 40 მლნ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7096  შეადგინა.

ეს ბოლო ორ კვირაში მესამე ინტერვენციაა და სულ 70 მლნ დოლარი შეიძინა, პარალელურად სებ-ს BMatch პლატფორმაზე 80 მლნ დოლარზე მეტი აქვს შეძენილი, ჯამში სისტემას სავალუტო ინტერვენციებით და BMatch-ზე ნავაჭრით 300 მლნ-ის ლიკვიდობა მისცა.

ამ დროისთვის Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 1 დოლარი 2.7 ლარად ივაჭრება.

 

Businesspartner