ფინანსები
30/09/2020

სესხები მე-3 ვადით აღარ გადავადდება

სესხები მე-3 ვადით, საყოველთაო ან ნაწილობრივ საყოველთაო პროგრამით აღარ გადავადდება.

სებ-ის ვიცე-პრეზიდეტმა პაპუნა ლეჟავამ ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის განხილვაზე განაცხადა, რომ სავარაუდოდ ბანკების კლიენტებთან ინდივიდუალურ პირობებზე იმუშავებენ.

მისივე ინფორმაციით, 3 თვიანი გადავადების პირველ ტალღაში, საბანკო სესხების 55% მოექცა - 17 მლრდ ლარამდე პორტფელით, მე-2-ში 7 მლრდ ლარამდე (მთლიანი დაბანდების 20%-მდე).

ერთ-ერთი სისტემური ბანკის მმართველმა ბიზნესპარტნიორს განუცხადა, რომ მარტი-აგვისტოს შეღავათის შემდეგ, სექტემბრიდან კორპორაციულ კლიენტებს შეღავათებს 4 თვით შეუნარჩუნებს. საცალოსთან კი ინდივიდუალურად იმუშავებს.

პაპუნა ლეჟავას მე-3 ვადით გადავადებაზე პრეზენტაციაზე ჰკითხეს და განაცხადა, რომ მთავრობის შესაძლო გადაწყვეტილებაზე საქმის კურსში არ არის. არც იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის შესაძლო გაფართოებაზეა საქმის კურსში. პროგრამა რომელიც უძრავ ქონება საინვესტიციო ღირებულებას უნარჩუნებს.

პაპუნა ლეჟავას თქმით, სებ-მა ფასების 5% ვარდნის და კურსის 15% გაუფასურების კომბინაციის სტრესტესტის გაშვებაზეც აღნიშნა, რითაც ბაზარი გაიტესტა, როგორ აისახებოდა სესხის გადაფარვის კოეფიციენტზე, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხის უზრუნველყოფაში ჩადებული ქონება აღარ იქმება საკმარისი უზრუნველყოფისთვის და მსესხებელს გირაოს დაამატებინებენ.

Businesspartner