ფინანსები
20/02/2023

სესხებზე საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა - მიზეზები

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, არჩილ ბაკურაძის  განცხადებით, ლარში თანხების მოზიდვა გაძვირებულია, რამაც საპროცენტო განაკვეთებიც გაზარდა.
 
„სამწუხაროდ, ჩვენ ბევრად უფრო ძვირი გვიჯდება ლარში თანხების მოზიდვა, ვიდრე ადრე. ამიტომაც ეს გარკვეულწილად აისახა ჩვენს საპროცენტო განაკვეთებზეც. თუმცა, ამას არ შეუმცირებია მოთხოვნა მეწარმეების მხრიდან. იმიტომაც არის მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტი, რომ მან უნდა შეანელოს საკრედიტო ზრდა. ბოლო 3 წელიწადში 3-4%-ით მოიმატა საბაზისო კურსმა და ეს გადაცემა  საბოლოო მომხმარებელზე მოხდა,“ -აღნიშნა არჩილ ბაკურაძემ.
 
მისივე თქმით, სექტორში მოლოდინია რომ წელს რეფინანსირების განაკვეთი შემცირდება.
 
„ინფლაციამ დაიწყო დასტაბილურება და ველოდებით, რომ ამან უნდა გამოიწვიოს რეფინანსირების შემცირება. ეს კარგი ფაქტორი იქნება, რადგან მოგვცემს საშუალებას, რომ გავაიაფოთ ჩვენი მომსახურება და უფრო მეტი მცირე და მიკრო მეწარმე ისარგებლებს ჩვენი სესხებით.
 
იმედით ველოდებით, რომ წელს ეკონომიკის სტიმულირების ერთ-ერთი ფაქტორი იქნება შემცირებული რეფინანსირების განაკვეთი,“-აღნიშნა არჩილ ბაკურაძემ.
 
 
Businesspartner